11:10 - 10 Dec, 2019
2019-09-11 11:59:21, 3042 ნახვა

მსოფლიო/
11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა.

ყოველწლიური ცერემონია ნიუ-იორკში, ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან ჩატარდება.

ღონისძიებაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სახელებს წაიკითხავენ და გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს, რის შემდეგაც წმინდა პავლეს ტაძარში "იმედის ზარები" დაირეკება. 

ცნობისთვის, ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტმებერს განხორციელდა. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებლმა ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს გამიზნულად დააჯახეს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა 2 საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვები კი დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

11 სექტემრბის ტრაგედიის შემდეგ “ალ-ქაიდას” ლიდერზე ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა გამოცხადდა. ათწლიანი დევნის შედეგად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში შეძლეს.




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics