21:03 - 20 Sep, 2019
2019-09-11 11:33:05, 467 ნახვა
„გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების დახოცვით ემუქრებიან

გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქტორმა თეო იოსელიანმა Facebook-ის მეშვეობით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

„მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“, - ამ შინაარსისაა შეტყობინება, რომელიც დაუდგენელმა პირმა იოსელიანს facebook-ის ყალბი ანგარიშიდან გაუგზავნა.

იოსელიანი ფიქრობს, რომ მუქარა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

 “გურიის მოამბე, ზოგადად,  ცნობილია, როგორც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია. არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ ჩვენი მუშაობა. საფრთხე ჩემთვის ძალიან რეალურია და, როგორც ჩანს, ჩემს დაშინებას ემსახურება“, - განაცხადა თეა იოსელიანმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics