10:25 - 16 Sep, 2019
2019-09-11 11:18:43, 256 ნახვა
„სვეტის“ დაზარალებულები ბინებს მიიღებენ - მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს

„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

კალაძის განცხადებით, დასრულებულ ბინებს 2 500-მდე ოჯახი მიიღებს. m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე 3 შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

"დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ახალი არჩეული ვიყავი დედაქალაქის მერად, მომივიდა წერილი, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ ოჯახს, პატარა გოგონას, რომელიც გახლავთ სტუდენტი და ცხოვრობს თბილისში. მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი, რომ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა მის სიცოცხლეში შეუსრულებელი დარჩა. დედას მოუწია მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება. იქ დაიწყო მუშაობა მომვლელად, იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში და გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხები. წლების განმავლობაში, დედა რომელიც იტალიაში მუშაობდა ჰქონდა გარკვეული დანაზოგი ხელფასიდან და ამ ოჯახმა საბოლოოდ შეიძინა ბინა. თუმცა ეს ამბავი სამწუხაროდ ასე კეთილად არ მთავრდება, რადგან პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ეს პრობლემა უკავშირდება სამშენებლო კომპანია "სვეტს". ამ ოჯახის ნაირად არის 2 500-მდე ოჯახი დაზარალებული. თბილისის მერიისა და კომპანია "m2"-ის, ასევე საინიციატივო ჯგუფი, ვინც მუშაობდა ამ საკითხზე აქტიური მუშაობით, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. ამ 2 500-მდე ოჯახის პრობლემა გადაწყვეტილია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ ადამიანს და უწყებას. სამწუხაროდ ამ ოჯახების მსგავსად არიან კიდევ ოჯახები, რომლებიც სხვადასხვა სამშნეებლო კომპანიების გამო არიან დაზარალებულები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ამ პრობლემას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ასევე "ცენტრ პოინტის" პრობლემაც იყოს მოგვარებული", - განაცხადა თბილისის მერმა. 

 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics