20:26 - 20 Sep, 2019
2019-09-10 18:57:23, 361 ნახვა
წულუკიანი - ღიმილისმომგვრელია ენმ-ს მცდელობა, რომ საკუთარ აზრს „დოიჩე ველეს“ აზრად ასაღებდა

ღიმილისმომგვრელია ენმ-ს მცდელობა, რომ  საკუთარ აზრს „დოიჩე ველეს“ აზრად ასაღებდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „დოიჩე ველეს“ მიერ გამოქვეყებული სტატია, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „მოსკოვის კაცად“ არის წარმოჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული ბრძოლის ტრადიციული მეთოდია.

 „მე პირადად ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი ღიმილისმომგვრელ მცდელობას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების, რომ საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ შეესაღებინათ ჩვენი საზოგადოებისათვის, თითქოს ეს „დოიჩე ველეს“ აზრია. ეს მეთოდი მათი ტრადიციული მეთოდია, ბრძოლის მეთოდია, თუმცა გაისად მოდის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და მე ვფიქრობ, რომ ამ მეთოდებით ისინი ფონს ვერ გავლენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ მომავალში არცერთ ტყუილს უპასუხოდ არ დავტოვებდით, რასაც სამწუხაროდ, ვაკეთებდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომაც ვპასუხობ ამ დიდ ტყუილს და ვღებულობ მონაწილეობას იმ დიდ ძალისხმევაში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავწიოთ და რომელსაც მხილება ჰქვია. როგორც ჩანს, ეს არის მათი რეაქცია იმ დიდ კრახზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიან.

 ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შრომის, მრავალწლიანი შრომის შედეგები დავანახოთ საზოგადოებას და არ ვიყოთ კონცენტრირებული იმ ტყუილებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ყიდიან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics