20:01 - 15 Nov, 2019
2019-09-10 18:14:41, 1356 ნახვა
ხიდაშელი: ინაშვილი შეეცადა ის ერთადერთი პანელი ჩაეშალა, სადაც პუტინზე და კრემლის პოლიტიკაზე იქნებოდა საუბარი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის მისვლა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. 

ხიდაშელის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატი კონფერენციაზე მაშინ მივიდა, როდესაც პანელი რუსეთის პოლიტიკის განხილვას ეძღვნებოდა. მისივე განმარტებით, ინაშვილს პანელის ჩაშლა ჰქონდა განზრახული.  

გარდა ამისა, ხიდაშელი დეპუტატის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან კონფერენციაზე მისვლის მიზეზები განმარტა და ეს "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას დაუკავშირა.  

"საერთოდ არავის უხსენებია, "პატრიოთა ალიანსი" ამ დღენახევრის განმავლობაში, სანამ თვითონ არ მოაწყო ეს შოუ და არ შემოვარდა კონფერენციაზე. არავის უხსენებია ისინი, რადგან არავისთვის საინტერესოები არ არიან. მსხვერპლის როლის თამაში ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. 
2 დღის განმავლობაში ვსაუბრობთ ძალიან ბევრ საკითხზე. სულ იყო 10 პანელი, რომელიც შეეხებოდა, ამერიკას, ევროკავშირს და ამ 10 პანელიდან მხოლოდ 1 შეეხებოდა რუსეთს. ზუსტად ამ პანელი ჩაშლას შეეცადა ქალბატონი ინაშვილი. ინაშვილი შეეცადა ის ერთადერთი პანელი ჩაეშალა, სადაც პუტინზე და კრემლის პოლიტიკაზე იქნებოდა საუბარი, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. ჰქონდა ძალიან კონკრეტული ამოცანა, რომელიც ვერ შეასრულა, იმიტომ, რომ მოვიდა მოაწყო დებოში, რომელმაც 5 წუთს გასტანა. ამის შემდეგ დისკუსია გაგრძელდა, როგორც იყო ჩაფიქრებული", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება ოფიციალურად, არ ჰქონდა, თუმცა ის მოხსენებით გამოსვლას ითხოვდა. ინაშვილის განმარტებით, კონფერენციაზე გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ ცილისწამებლური განცხადებები გაავრცელა, მას კი პასუხის გაცემა სურდა. პროცესში ინაშვილი ამერიკელ მკვლევარსა და ყოფილ დიპლომატს დევიდ კრამერის დაუპირისპირდა. საბოლოოდ, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - პირდაპირი ეთერი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics