20:23 - 20 Sep, 2019
2019-09-10 18:04:00, 609 ნახვა
ვოლსკი კვიციანზე - ასეთი შეტევა სასტვენებით, გინებით პატარა ბავშვების მხრიდან, გამიზნული პროვოცირებაა

„როდესაც ასეთი ბრუტალური და ინტენსიური შეტევა ხდება ადამიანზე, შეიძლება ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ წუთში ვერ გააკონტროლოს. კიდევ კარგი, რომ ნაკლებად დამაზიანებელი შედეგით გადავრჩით“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრვლესობის ლიდერი გია ვოლსკი 8 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც დეპუტატ ემზარ კვიციანსა პარლამენტთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აქციის მონაწილეებს კვიციანის პროვოცირება სურდათ.

„რაც შეეხება ბატონ ემზარ კვიციანს, არასდროს არც ერთ პარლამენტის წევრს არ გაგვივლია ტესტი, როდესაც პარლამენტის წევრი გავხდებოდით, რას გავაკეთებთ ინტენსიური წნეხის ქვეშ. მართალი გითხრათ მე არ ვარ არც ემზარ კვიციანის ან ვინმე სხვის ადვოკატი, მაგრამ რეალურად როდესაც ადამიანი უცებ წინ გადაგიდგება, შეიძლება უნებლიე მოქმედება გააკეთო, მაგალითად მხარით დაეჯახო როგორც დავინახეთ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე ვამბობ, რომ შეტევა იმდენად ბრუტალური და ინტენსიური იყო ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს, ეს არის სერიოზული გამოწვევა იმ კონკრეტული ადამიანისათვის, რომელიც შეიძლება ფსიქოლოგიურ მდგომარეობა იმ წუთში ვერ გააკონტროლოს. კიდევ კარგი, რომ ესეთი ნაკლებად დამაზიანებელი შედეგით გადავრჩით. ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზე, ზოგადად ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც არ იყოს პარლამენტის წევრი, ესეთი შეტევის პირობებში, შესაძლოა, გამოვიდეს წყობილებიდან. მით უმეტეს, თუ არც მთავრობას უჭერს მხარს, მის დამტკიცებას და მით უმეტეს თუ კიდევ მათ პოლიტიკურ ლიდერს უდგება თავდებად, როდესაც პარლამენტში განხილვა იყო ამ თემის. ანუ შეტევა იყო მთავარი ამოცანა და არა იმის გარკვევა, რა პოზიცია ჰქონდა ბატონ ემზარ კვიციანს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, გინდ მელიასთან დაკავშირებით და გინდ მთავრობის დამტკიცების თემასთან დაკავშირებით. ასე რომ მოთმინება საჭიროა, როდესაც შედიხარ ასეთ პოლემიკაში, მაგრამ ესეთი შეტევა ადამიანზე, სასტვენებით გინებით პატარა ბავშვების მხრიდან, ეს არის გამიზნული ქცევა პროვოცირებისათვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics