05:46 - 29 Jan, 2020
2019-09-09 13:44:05, 1661 ნახვა

რეგიონი/
ბათუმის ნავსადგურში თურქული ფრეგატი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში თურქული ფრეგატი TCG SANCAKTAR (L 403) შემოვიდა.

გემის ვიზიტი თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღავაო სამხედრო სასწავლებლის 2019 წლის საზღვაო წვრთნების ფარგლებში ხორციელდება.

გემის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ქ. ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ და ქ. ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა, მაქბულე ქოჩაქმა. გემზე იმყოფება 236 სტუდენტი.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი საზღვაო წვრთნები თურქული გემების ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების მონაწილეობით. წვრთნებისას სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სანავიგაციო, ტაქტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში. თურქული ფრეგატი ბათუმის პორტში სამ დღეს დაჰყოფს.

ბათუმის ნავსადგურში TCG SANCAKTAR (L-403) გემის დათვალიერება ვიზიტორებს 10 სექტემბერს, 10:00-17:00 საათზე შეეძლებათ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics