05:34 - 30 Mar, 2020
2019-09-09 13:32:11, 1759 ნახვა

სამართალი/
თიანეთში მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზ.მ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1968 წელს დაბადებულ ო.მ.-ს დანით გულის არეში დაზიანება მიაყენა  და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში  ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics