20:29 - 20 Sep, 2019
2019-09-07 15:29:26, 1000 ნახვა
გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია - ოლეგ სენცოვი თავისუფალია - ვიდეო

გამარჯვებამდე კიდევ შორია - ამის შესახებ, უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა კიევში ბორისპოლის აეროპორტში განაცხადა. უკრაინელი რეჟისორი რომელსაც რუსეთის რეჟიმმა 20 წელი მიუსაჯა უკვე კიევშია.
"ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი.  მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ მძიმე წლებში გვერდით მედგა და ეხმარებოდა ჩემს ოჯახს. თუნდაც ბოლო ტყვე გათავისუფლდეს, რუსეთის ციხეებიდან ამით ჩვენი ბრძოლა არ მთავრდება. გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია, მტერი ძლიერია და დანებებას არ აპირებს, მაგრამ გარწმუნებთ გამარჯვება ჩვენი იქნება" - განაცხადა სენცოვმა.
უკრაინელ რეჟისორს ბორისპოლის აეროპორტში ქალიშვილი და ოჯახის სხვა წევრები დახვდნენ.

რეჟისორი სასჯელს ქალაქ ლაბიტნანგის კოლონიაში იხდიდა. მას ბრალად ტერორისტული საქმიანობა ედებოდა. სენცოვს 20-წლიანი პატიმრობა 2015 წელს მიუსაჯეს. პროტესტის ნიშნად სენცოვმა 145 დღე იშიმშილა. 2018 წელს რეჟისორს , თავისუფლების დაცვის საკითხში სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭეს.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics