18:51 - 20 Feb, 2020
2019-09-06 18:19:38, 3051 ნახვა

რეგიონი/
აჭარის დასაქმების სააგენტო პროგრამის „კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ განხორციელებას იწყებს

აჭარის დასაქმების სააგენტო მიზნობრივი პროგრამის ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ განხორციელებას იწყებს.

პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ნინო ნიჟარაძე და ზურაბ თენიშვილი ესწრებოდნენ.

პროგრამა გულისხმობს ბიზნეს სექტორში დასაქმებული 70 პირისათვის უნარ ჩვევების ამაღლებას შემდეგი მიმართულებით:

▶️ შრომისა და პროფესიული უსაფრთხოების სტანდარტები აუდიტორებისთვის

▶️ ანალიზისა და აუდიტის განხორციელება- შრომისა და პროფესიული უსაფრთხოების დაცვის კუთხით

▶️ მარკეტინგი და გაყიდვები

▶️ ადამიანური რესურსების მართვა

▶️ პროექტის ციკლის მართვა

▶️ სოციალური მედია მარკეტინგი

▶️ მევენახეობა

ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მასტერკლასებს შემდეგი მიმართულებით: ▶️ ქართული სამზარეულოს ევროპულად წარდგენა ▶️ რესტორნის მენეჯმენტი ▶️ ყავის ხელოვნების სკოლა.

პრეზენტაციას სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოსვის“ ციხე დატოვა







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics