20:29 - 20 Sep, 2019
2019-09-05 13:27:55, 1401 ნახვა
ვოლსკი: ახალგაზრდები სექტაში კი არ უნდა გაიქცნენ, არამედ დადგნენ იმ პოზიციებზე, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია

ჯარში გაწვევის თემაზე პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი - სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ- სექტაში, არამედ იმ პოზიციებზე დადგნენ, რასაც  სამშობლოს სიყვარული ჰქვია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ  პარლამენტში ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, ჯარი ახალგაზრდებს უნდა აძლევდეს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.

 „ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით, პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რადგან ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეს მეტი. სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ უნდა წავიდნენ და იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება. აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას, უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რასაკვირველია, ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოჰყვეს. რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა, ზუსტადაც ამ მიმართულებით გაიყვანს და ჩამოაყალიბებს ამ საკითხს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შევფუთოთ ოპოზიციური თუ მხარდამჭერი პლატფორმებიდან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics