20:26 - 20 Sep, 2019
2019-09-05 12:41:00, 1357 ნახვა
წულუკიანი: უნდა ვაღიარო, რომ წვევამდელებს ჩვენთან სამსახური არ უხარიათ

 „წვევამდელებს არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, უნდა ვაღიარო და ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ“, - ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

წულუკიანის ინიციატივით, წვევამდელებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრს იცავენ, აუცილებლად უნდა გაუფორმდეთ საკონტრაქტო პირობები.

„მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა. ჩვენ დღეს იმისთვის, რომ ციხეების გარე პერიმეტრი დავიცვათ 15 პენიტენციური დაწესებულების, დაახლოებით 1500 წვევამდელი გვჭირდება. დღეს ჩვენ 411 წვევამდელი გვყავს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ გადავიდეთ ან სრულად ან ეტაპობრივად საკონტრაქტო სამსახურზე. თუკი ნოემბრის საბიუჯეტო კანონი და თქვენი მხარდაჭერა იქნება, მთლიანად გადავიდეთ გაისად საკონტრაქტო სამსახურზე. უნდა ვაღიარო, რომ წვევამდელებს არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, მაგრამ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics