21:14 - 20 Sep, 2019
2019-09-04 12:32:34, 1119 ნახვა
ბერლინის პოლიციამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა

ბერლინის პოლიციამ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

გარდა ამისა, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ ველოსიპედის და „ელექტროსკუტერის“ ფოტოებიც, რომლითაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავდასხმის დროს გადაადგილდებოდა. 

მანამდე გერმანიის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, შესაძლოა რუსმა აგენტმა მოკლა. ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდა. ის ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით ჩავიდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა შეძენილი. 

რაც შეეხება თავად ხანგოშვილს, ის გერმანიაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისში მასზე თავდასხმა განხორციელდა. 

მანამდე ვრცელი მასალა გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics