17:21 - 20 Feb, 2020
2019-09-04 12:21:53, 3200 ნახვა

მსოფლიო/
პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 3.6 მილიარდი დოლარი გამოყო

პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 3.6 მილიარდი დოლარი გამოყო, - ამის შესახებ DW პენტაგონის სპიკერზე ჯონათან ჰოფმანზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, თანხა კედლის 282-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე დაიხარჯება. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თავდაპირველად გათვალისწინებული იყო როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებში ამერიკის 127 სამხედრო ობიექტის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის. მოგვიანებით ამერიკის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას უფლება მისცა, რომ კედლის მონაკვეთის მშენებლობისთვის პენტანგონის ბიუჯეტი გამოიყენოს.

ცნობისთვის, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო. 




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოსვის“ ციხე დატოვა







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics