19:05 - 20 Feb, 2020
2019-09-03 18:17:17, 3450 ნახვა

მსოფლიო/
უკრაინელი დეპუტატები იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნეს, - ამის შესახებ censor.ua იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, იმუნიტეტის გაუქმებას მხარი 373-მა კანონმდებელმა დაუჭირა. ახალი რეგულაცია ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა. მისი ამოქმედების შემდეგ, დეპუტატის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის ან დაკავებისთვის პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.

ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე უკრაინაში რეფერენდუმი 2000 წელს ჩატარდა. მოსახლეობის 90% დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოსვის“ ციხე დატოვა







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics