21:17 - 20 Sep, 2019
2019-08-31 13:33:36, 1520 ნახვა
MARVEL-ის კინოსამყაროში ლგბტ პერსონაჟი გაჩნდება

MARVEL-ის ახალ ფილმ Eternals-ში ლგბტ პერსონაჟი გაჩნდება. ტაბლოიდების მტკიცებით ის მამაკაცი იქნება. სიახლის შესახებ D23 კონფერენციაზე გახდა ცნობილი, იქვე დაგეგმილი ფილმების ახალი და ძველი მსახიობები გამოჩნდნენ. 
ჯერჯერობით უცნობია ვინ ითამაშებს ლგბტ პერსონაჟის როლს, მაგრამ  Marvel Studios-ის დირექტორმა კევინ ფაიგიმ ამ თემის კომენტირების დროს გამოიყენა სიტყვა "him", რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონაჟი მამაკაცი იქნება. 
აგრეთვე ცნობილია, რომ პერსონაჟი მეორეხარისხოვან შემადგენლობაში არ იქნება, გამორიცხული არ არის ისიც, რომ მას მომავალში ფილმს მიუძღვნიან. 
არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ პერსონაჟს შემდეგი კანდიდატებისგან შეარჩევენ : რიჩარდ მადენი, კუმეილ ნანჯიმანი, ბრაიან ტაირი ან კიტ ჰარინგტონი.  
Eternals, ანუ "მუდმივები"-ს პრემიერა, აშშ-ში 2020 წლის 6 ნოემბერს შედგება. 

 




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics