05:38 - 13 Nov, 2019
2019-08-28 14:39:30, 6846 ნახვა
ქართულ-შვედური გეი ფილმი „And Then We Danced“ „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

„ოსკარის“ 92-ე ცერემონიაზე ერთ-ერთი ნომინანტი, ქართულ-შვედური ფილმი „და შემდეგ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] იქნება, - ამის შესახებ svt იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ფილმი, რომელიც გეი სიყვარულზე მოგვითხრობს, შვედეთის სახელით "ოსკარზე" უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს.

მედიის ცნობით, ფილმის რეჟისორი ქართული წარმომავლობის ლევან აკინია. მის მიერ შექმნილმა პირველმა გეი ფილმმა კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. 10 საუკეთესო ფილმს შორის And Then We Danced მეშვიდე ადგილზე გავიდა. აგრეთვე, And Then We Danced ოდესის კინოფესტივალალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა და გრამპრი მოიპოვა.

ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ქართულ ანსამბლში ცეკვავს. მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც მას პარტნიორი მოცეკვავე ირაკლი შეუყვარდება. 

შვედური გამოცემა წერს, რომ რეჟისორს ჰკითხეს, რატომ არ გაიტანა მან ფილმი საქართველოს სახელით, რაზეც აკინმა ასე უპასუხა : "საქართველოში ფილმმა დიდი სიმპატიები ვერ დაიმსახურა და ეს რთული იქნებოდა". 

მანამდე რეჟისორი აცხადებდა, რომ ფილმის გადაღება 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა. 

ცნობისთვის, „ოსკარის“ 92-ე ცერემონია 2020 წლის 9 თებერვალს აშშ-ში გაიმართება.

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენალური სხდომა






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics