11:45 - 26 Aug, 2019
2019-08-14 18:57:29, 198 ნახვა
ომბუდსმენი გვარამიას საქმეზე: არსებობს კითხვები არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს შეხვდა.

გვარამია სახალხო დამცველს  მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დეტალები გააცნო.

ომბუდსმენის შეფასებით, შესაძლოა საქმე სამოქალაქო დავაა და სისხლის სამართლის საქმედ არის ფორმირებული.

„არის ძალიან რთული სამართლებრივი საკითხი. ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სათანადო მტკიცებულებები, დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული დავა წარმოადგენს სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს მეტი მტკიცებულებები. ჩვენ ვაპირებთ რომ როდესაც დაიწყება სასამართლო, ყოველ შემთხვევაში შევეცდებით მაქსიმალურად რომ ჩავერთოთ და წარვადგინოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება გასნჯადობასთან დაკავშირებით. არსებობს კითხვები არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, თუ ეს მსგავსი საკითხი არის სამოქალაქო განსჯადობის თემა. პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს განზრახვა რაც აუცილებელია ამ ტიპის დანაშაულისთვის. ამ ეტაპზე ჩემი წარმოდგენით და მოსაზრებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს  განზრახვასთან დაკავშირებით. მზად ვართ შევხვდეთ პროკურატურასაც და მათი პოზიციები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც მე დღეს გამიჩნდა  ნიკა გვარამიას და მის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მოვისმინო პროკურატურის მოსაზრებებიც", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics