11:27 - 26 Aug, 2019
2019-08-14 18:50:09, 267 ნახვა
გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ველოდი რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა

ველოდი რომ გირაო დარჩებოდა გირაოდ, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც  მისი უფლებადამცველის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

მისივე თქმით, გასაჩივრების საკითხით მისი ადვოკატი იყო დაინტერესებული, რომელიც სტრასბურგისთვის მასალას აგროვებს.

„დიტოსთვის იყო ეს მნიშვნელოვანი, რომელიც აგროვებს მასალას სტრასბურგისთვის. ჩემთვის, იმის მერე რაც მე 4 საათი ვილაპარაკე, თან სამართლებრივად სწორ პოზიციაზე და სამი წუთი ილაპარაკეს და ვაი იმ ლაპარაკს პროკურორებმა, თან სამართლებრივად არასწორ პოზიციაზე და მოსამართლე მაინც გამოვიდა, თვალები ვერ აწია, ისე წაიკითხა ის სისულელე რაც წაიკითხა და გავიდა. სრულიად ნათელია, რომ სასამართლოში ლაპარაკს მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ ადამიანებმა გაიგონ შენი პოზიცია თორემ მოსამართლისთვის ამას არანაირი აზრი არ აქვს იგივეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება", -განაცხადა ნიკა გვარამიამ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics