11:30 - 26 Aug, 2019
2019-08-14 16:55:28, 126 ნახვა
კობერიძე - ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით აუცილებლად დავიბარებთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის წესით აუცილებლად დაიბარებს.

მისივე თქმით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე".

„ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ნაჩქარევი ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს არის ძველი პროგრამების კრიზისულ სიტუაციაზე (ტურიზმის სექტორში) მორგების უსუსური მცდელობა და არაფერი კონკრეტული იმ კონკრეტულ გამოწვევაზე, რის წინაშეც ვართ. კონკრეტული მხოლოდ ისაა, რომ ფრენების სუბსიდირებაზე, ფაქტობრივად, „აირზენასათვის“ გამოყვეს 1,2 მილიონი ევრო. ეს არის კრიზისული მენეჯმენტის არცოდნა. ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით, თუ კი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას“, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, ა 29 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა, რომლითაც ის მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics