07:39 - 21 Aug, 2019
2019-08-14 16:16:51, 145 ნახვა
გუგუტიანთკარის მკვიდრი: ალბათ, ნელ-ნელა ჩვენ სახლებსაც დაიკავებენ

"ალბათ, ნელ-ნელა ჩვენ სახლებსაც დაიკავებენ", - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა ლიზიკო გახელაძემ განუცხადა.

გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა, უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა, რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს, რითიც უკანონოდ მიითვისეს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი. შედეგად, 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ.

„თავიანთი ბოძები დარსობილები აქვთ და იმაზე აკეთებენ. ვერც ვერაფერს ეტყვი და ხმასაც ვერ გასცემ, აბა რა გავაკეთოთ, რა შეგვიძლია.... ვის ტერიტორიას ღობავენ, მაგათია ეგ? იმიტომ ღობავენ, რომ ჩვენ ვერაფერს ვხვდებით მაგ ხალხთან... არავის არაფერი არ უთქვიათ, თვითნებურად რასაც უნდათ იმას გააკეთებენ, ხელსაც არავინ არ უშლის. ალბათ ნელ-ნელა ჩვენ სახლებსაც დაიკავებენ და ვინ გაჩერდება აქ?!" - განაცხადა გახელაძემ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია ⭕ სტუმრები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, ნინო ჯომარჯიძე, ნინო ცაგარეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics