11:38 - 26 Aug, 2019
2019-08-14 16:11:46, 113 ნახვა
სალია: R2-ის ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დაგროვებული ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით  ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს  უახლოეს ვადებში დაიწყებს.

როგორც სალია აცხადებს, ვალების სწაფად გასტუმრება ვერ მოხდება.

„ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახადო ვალდებულება. ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ  ტვირთად  დააწვება კომპანიებს. ეს ალბათ ყველას ესმის დღეს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ტელევიზიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით",- განაცხადა პაატა სალიამ.
 

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics