18:21 - 05 Dec, 2019
2019-08-14 10:51:40, 351 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: კონფლიქტის შედეგად ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს

 „კონფლიქტის შედეგად ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს, ამიტომ დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 ციხელაშვილმა აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით,  ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
 

„დღეს მავთულხლართების აქეთ თუ იქით არიან დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ამ კონფლიქტის შედეგად, ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა,  მჯეროდეს, რომ ამის გაცნობიერება ფართოდ ხდება დღეს მავთულხლართებს იქითაც. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რადგან ჩვენ ამ წარსულს ვერ შევცვლით და ეს მომავალი არის მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს მზაობა დიალოგის, ურთიერთობის, არაერთხელ გაცხადებული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics