12:47 - 20 Nov, 2019
2019-08-13 18:04:03, 1546 ნახვა
ზაზა გაბუნია - ვხედავთ, რომ ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის სისტემა ეფექტურია

„ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და მოხდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

„ბიუჯეტის ფული ეს მოსახლეობის ფულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ეფექტურად იყენებს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის პოლიტიკას და სახეზეა რომ ეს სისტემა ეფექტურია“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!
„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics