09:10 - 09 Dec, 2019
2019-08-13 17:07:16, 1622 ნახვა

მსოფლიო/
პესკოვი: პუტინი აქციებს ყურადღებას აქცევს - ყველაფერზე აზრის გამოთქმა აუცილებელი არ არის

ვლადიმერ პუტინი მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ყურადღებას აქცევს და მას როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, ისე განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„რუსეთში, ყოველდღიურად უამრავი რამ ხდება, რომლებიც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ყურადღებას იქცევს, თუმცა,  ყველაფერზე აზრის გამოთქმა აუცილებელი არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მსგავსი საპროტესტო აქციები მთელს მსოფლიოში ხდება და მცდარია მოსაზრება, რომ ეს პოლიტიკური კრიზისის შედეგია.

პოლიციისა და რუსეთის გვარდიის ქმედებებზე საუბრისას პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები  უკანონობის აღსაკვეთად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ.

პესკოვმა  ასევე აღნიშნა, რომ კრემლი აუცილებლად შეისწავლის მასალებს, რომლებიც  სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებაზე  მიუთითებს.

„ვიმეორებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ შეუძლია და არ უნდა გამოიტანოს განაჩენი ამ თემაზე.  ეს არ არის კრემლის პრეროგატივა. ერთადერთი, ვისაც  შესაბამისი გამოძიების საფუძველზე  გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, არის სასამართლო", - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საპროტესტო აქციები, რომელიც  მოსკოვის საქალაქო დუმის არარეგისტრირებული დეპუტატობის კანდიდატების მიერ იყო ორგანიზებული, მოსკოვში  14 ივლისს, 27 ივლისს და 3 აგვისტოს გაიმართა. აქციების დროს ჯამში  1 700 დემონსტრანტი დააკავეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics