11:10 - 10 Dec, 2019
2019-08-13 14:44:54, 407 ნახვა

საზოგადოება/
ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.  მინისტრმა კერძო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც ჯანდაცვის ისე შრომის უსართხოების- უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით.

საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.

მხარეებმა იმსჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების მიმართულებები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას ოცამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics