08:54 - 09 Dec, 2019
2019-08-13 14:22:23, 1496 ნახვა

კომენტარი/
მაჭავარიანი ტელევიზიების ვალებზე: ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დავალიანების მქონე ტელევიზიებს ვალების ჩამოწერის თხოვნით სახელმწიფოსთვის ჯერ არ მიუმართავთ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას, თუმცა მისი მოგვარების გზები, ამ ეტაპზე, არ გადაწყვეტილა.

„არ ვიცი ჯერ. ვიცი თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. არც მოუმართავთ არავის ვალების ჩამოწერაზე, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაცა გადაწყვეტა. უსასრულოდ ეს ვერ გაგრძელდება. რა გადაწყვეტა იქნება, ამას შევიმუშავებთ, მათ შორის ტელეკომპანიებთან ერთად“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics