19:53 - 29 Jan, 2020
2019-08-13 13:24:27, 635 ნახვა

სამართალი/
შსს „TV პირველზე“ შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „TV პირველზე“ შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს სწავლობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ტელეკომპანიაში ამ დროისთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები მუშაობენ.

ცნობისთვის, დღეს „TV პირველმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და ამის გამო,  არხი პარალიზებულია.

„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics