08:31 - 09 Dec, 2019
2019-08-13 12:33:12, 1333 ნახვა

კომენტარი/
მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან

„ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან; ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, აბსოლუტური პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, ვისთან აპირებს კოალიციის შექმნას მმართველი გუნდი მომავალი არჩევნების შემდეგ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მხოლოდ ქართველი ერის გადასაწყვეტია, რომელიც საკუთარ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე დააფიქსირებს.

„სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერით, რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, წინ არ გავუსწროთ მოვლენებს. ერთ წელზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ამომრჩეველი. სხვა ყველაფერი, რასაც ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილისგან ვისმენთ, არის ტყუილი დეზინფორმაცია და იაფფასიანი პოლიტიკური ზღაპრები“, - აღნიშნა პრემიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics