11:06 - 28 Jan, 2020
2019-08-13 12:23:27, 449 ნახვა

კომენტარი/
ბახტაძე „რუსთავი 2“-ზე: სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი, მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული

„სამწუხაროდ,  ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი, მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის ბრალდებას, რომ „რუსთავი 2“-ის გაყიდვის გადაწყვეტილების უკან ხელისუფლება დგას.

ბახტაძე აცხადებს, რომ მედია პლურალიზმი და მედიის თავისუფლება ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია.

„სამწუხაროდ,  ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი, მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ.

მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება არის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. საქართველოში მედია თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების“, - ამბობს პრემიერი.

შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია გაკოტრების პირას არის და ამის გამო მის გაყიდვას აპირებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება
სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics