2019-08-13 12:14:42, 397 ნახვა
სამართალი/ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
![]() ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, ზესტაფონში, ერთ-ერთი შპს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სადგომის ტერიტორიაზე, საწარმოს კონტროლიორებს - დ.კ.-ს და ბ.ღ.-ს, განაწილებული სადგომების ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.კ.-მ, შურისძიების მოტივით, ბ.ღ.-ს თავის არეში ხის კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. „მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ღ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომლებმა დ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
ვიდეო/LIVE პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
![]() პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
მთავარი თემა
![]() ![]() უცხო პირმა დიღმის პოლიციის შენობასთან პროტესტის ნიშნად ასფალტზე წარწერა დატოვა
![]() პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
|