06:56 - 21 Aug, 2019
2019-08-13 11:09:33, 98 ნახვა
იანვარ-ივლისში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა

2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 102.0 მილიონი აშშ დოლარი იყო (12.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.4 მილიონი აშშ დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივლისში 2 861.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აგვისტოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია ⭕ სტუმრები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, ნინო ჯომარჯიძე, ნინო ცაგარეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics