2019-08-13 10:55:36, 1694 ნახვა
მსოფლიო/ აშშ დაბალი შემოსავლის მქონე მიგრანტებისთვის ვიზის გახანგრძლივების და „მწვანე ბარათის“ მიღების წესებს ამკაცრებს
![]() აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე მიგრანტებისთვის ვიზის გახანგრძლივებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათი“) მიღების პირობები გაამკაცრა. BBC-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში 15 ოქტომბერს შევა. ახალი კანონი შეეხება მიგრანტებს, რომლებიც სახელმწიფოსგან გარკვეული სახის დახმარებას იღებენ - სურსათისა თუ საზოგადოებრივი საცხოვრებლის სახით. მიგრანტების განცხადება ვიზისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის შესახებ უარყოფილი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ისინი მომავალშიც სახელმწიფო დახმარებაზე იქნებიან დაყრდნობილნი. მაღალჩინოსნები განმარტავენ, რომ ახალი კანონი, რომელიც Public charge rule-ის სახელითაა ცნობილი, იმიგრანტებს უფრო „დამოუკიდებელს“ გახდის: „ისინი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ რესურსებზე კი აღარ იქნებიან დამოკიდებული, არამედ საკუთარ შესაძლებლებებს, ოჯახის რესურებს, სპონსორებს და კერძო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან.“ რეგულაციის ძალაში შესვლის აღკვეთის მიზნით, ეროვნული იმიგრაციის კანონის ცენტრი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მოქალაქეობის არმქონე 22 მილიონი ლეგალური მიგრანტი ცხოვრობს.
|
ვიდეო/LIVE თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
![]() არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, კიდევ 11 პირი დააკავეს
მთავარი თემა
![]() ![]() ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
![]() ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
|