03:35 - 15 Dec, 2019
2019-08-12 18:08:40, 524 ნახვა

სამართალი/
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილი და მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  გასაუბრებისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ადვოკატი პაატა შავაძე და საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

ჯანეზაშვილი განაცხადა, რომ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის თავის მოწონებას „კლანის წევრების“ ქებით ცდილობდა.

„კანდიდატი, რომელიც მოვიდა და აქებდა მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს, შენგელია, პირდაპირ ცხადად აჩვენებდა იმას, რომ იგი აქ იმიტომ მოვიდა, რომ თავი მოაწონოს ამ კლანს და ჩინჩალაძეს. თქვენ ნახეთ მათი ბედნიერი სახეები, ასეთი გახარებულები კლანის წევრები ნამდვილად არასდროს არ მინახავს. ესეთი პატარა კომენტარებიც კი, რომელიც რეალობა ნამდვილად არ შეესაბამება და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც აქვს ჩინჩალაძეს და შესაბამისად, ამ თავის მარტივი, პრიმიტიული გზით ცდილობს, რომ დაიმკვიდროს ადგილი 20 კაციან სიაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საპასუხოდ, პაატა შავაძე აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილი მის მიმართ არაადეკვატური და არარელევანტური იყო. ამასთან, მან არ უარჰყოფს, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ლიდერებად მიაჩნია, რომლებმაც სასამართლო დამოუკიდებლობამდე მიიყვანეს.

„ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი ჩემთან მიმართებაში იყო არაადეკვატური, არარელევანტური და ახორციელებდა ჩემზე ზემოქმედებას. ეს გამოიხატებოდა არარელევანტური შეკითხვების დასმით, პიროვნული დაინტერესებით და ასე შემდეგ. "მან განუმარტა საზოგადოებას, რომ თითქოს მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ხოტბა უნდა შემესხა მურუსიძისათვის, ჩინჩალაძისთვის და ა.შ. ლევან მურუსიძე არის ლიდერი, მიხეილ ჩინჩალაძე არის ლიდერი, ირაკლი შენგელია არის ლიდერი. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც სასამართლო ხელისუფლება მიიყვანეს დამოუკიდებლობამდე“, - განაცხადა პაატა შავაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა






უცხო პირმა დიღმის პოლიციის შენობასთან პროტესტის ნიშნად ასფალტზე წარწერა დატოვა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics