11:58 - 10 Dec, 2019
2019-08-12 13:20:45, 1044 ნახვა

მსოფლიო/
ჰონგ-კონგში სპეცრაზმმა დემონსტრანტებზე შტურმისას ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და არალეტალური იარაღი გამოიყენა

ჰონგ-კონგში, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და არალეტალური იარაღი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, სპეცრაზმმა შტურმით აიღო დაკეტილი რკინიგზის სადგური, რომელიც დემონსტრანტებს ჰქონდათ დაკავებული.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან ოფიცრები დემონსტრანტებს  საკმაოდ ახლო მანძილიდან.  ასევე, ვრცელდება კადრები, თუ  როგორც სცემენ პოლიციელები ხელკეტით ესკალატორზე მოქალაქეებს.

შტურმის დროს  დემონსტრანტებმა  პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილები" და აგურები დაუშინეს, რასაც აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა. შეტაკებისას ათეულობით ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის პოლიციელებიც იყვნენ.

მასობრივი დემონსტრაციები  და არეულობა ჰონგ-კონგში უკვე ორი თვეა გრძელდება.  სამოქალაქო პროტესტი საექსტრადაციო კანონს უკავშირდება, რომლის თანახმად დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს.

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics