2019-08-09 20:49:28, 577 ნახვა
რეგიონი/ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მისაქციელის, ნატახტარისა და ახალუბნის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელში, ნატახტარსა და ახალუბანში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნატახტარში. პროექტის ფარგლებში არსებული შენობა სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა. რამდენიმე თვის წინ სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც გაიხსნა. ეტაპობრივად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამივე სოფელში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო ნატახტარში და განხორციელდა გარე განათების მონტაჟი ახალუბანში, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის სისტემას მისაქციელში. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, მისაქციელში, ნატახტარში და ახალუბანში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზეც იმსჯელეს. პრიორიტეტულ მიმართულებებად საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა. მცხეთა-მთიანეთში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან ყაზბეგისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების უკვე 6 სოფელში შედგა.
(NS)
|
ვიდეო/LIVE თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
![]() არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, კიდევ 11 პირი დააკავეს
მთავარი თემა
![]() ![]() ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
![]() ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
|