10:19 - 18 Oct, 2019
2019-07-23 15:09:36, 9541 ნახვა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად კონსერვატორი ბორის ჯონსონი აირჩიეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

მედია საშუალების ინფორაციით, ჯონსონი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ჯონსონის კონკურენტი ჯერემი ჰანტი იყო. 

მედიის ცნობით, ჯონსონს ხმა კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა. მისმა მთავარმა კონკურენტმა ჯერემი ჰანტმა კი 46 ათას 600 ხმა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ჯონსონი ბრექსიტის მომხრეა და მისი შეფასებიტ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს. პრემიერის თანამდებობის გარდა, ჯონსონი მმართველი პარტიის ლიდერის პოსტსაც დაიკავებს. 

მანამდე ბორის ჯონსონი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ბრიქსიტის მოწინააღმდეგეებს არ სურდათ, რომ ჯონსონს პრემიერის თანამდებობა დაეკავებინა და მათ რამდენიმე აქციაც კი მოაწყეს. ბორის ჯონსონი თანამდებობაზე ტერეზა მეის შეცვლის. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

პარლამენტის პლენარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics