11:10 - 10 Dec, 2019
2019-07-19 11:26:27, 5362 ნახვა

სამხედრო/
თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა საინფორმაციო ბრიფინგი და სწავლების ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ოპერაციები მოისმინა, უწყებათშორისი სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერა და სასწავლო პროცესს უშუალოდ საკლასო ოთახებში გაეცნო.

„შამქორი 2019“-ის სწავლება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სწავლება ბრიგადის დონის არის და მასში 310 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადები, 45-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კიბერუსაფრთხოების ბიურო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, განათლების სარდლობა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობენ. სწავლების ჩატარებას, ასევე, აქტიურად უჭერენ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის (VALIANT) წარმომადგენლები.

სწავლების მიზანი უწყებათშორისი კოორდინაცია და თავდაცვის ძალების კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება, ასევე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფების შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახვეწა, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების მართვა და კონტროლის განხორციელებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, კრიზისის ესკალაცია, თავდაცვითი ოპერაციები და კრიზისის დეესკალაციის გათამაშება ხდება.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics