16:46 - 22 Jul, 2019
2019-07-12 13:24:16, 308 ნახვა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ნავთლუღის ქვესადგური და სასწავლო ცენტრი.   ცენტრში მოწყობილ სასწავლო პოლიგონზე სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექსტომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია.

სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მასში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს, აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა და შემდგომ დასაქმდნენ კომპანიაში.

მსგავსი ტიპის შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

(R)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics