12:51 - 18 Nov, 2019
2019-07-12 11:54:25, 533 ნახვა
აჭარაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიის განხორციელება დაიწყო

დღეს ქობულეთში  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ,  კომპანია „გრინ რეზორთისა" და „ელ & ერ" კომპანის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი მრავალმილიონიან ტურისტულ-რეკრეაციულ კომპლექსს „მწვანე ქალაქი", რომელიც 180 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს.  დღესვე ამავე პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს,  ევროპაში ერთერთი ყველაზე დიდი გოლფის მოედნის მოწყობის შესახებ.

საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს კომპანიის წარმოადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. კერძო სექტორი არის მაქსიმალურად აქტიური. დღეს ქობულეთში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, მწვანე ქალაქის განხორციელების: დაიწყო როგორც წინასამშენებლო სამუშაოები, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება გავაფართოვოთ ინვესტიციები და პრაქტიკულად, ეს იქნება რეგიონში ყველაზე დიდი გოლფის ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ, ხელი მოვაწერეთ კიდევ ერთ დამატებით შეთანხმებას და გარდა მწვანე ქალაქისა, აქ იქნება 27 ლუმკიანი გოლფის მოედანი, რომელსაც ევროპაში ბევრი ანალოგი არ ექნება"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის  მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.  გაკეთდება საპარკინგე ადგილი 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაფრენი.

აჭარის ისტორიაში ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტოა, რომელიც  სრულად დაფინანსდება ევროპული კაპიტალით და ევროპული ინვესტიციით. მულტიფუნქციურ მწვანე ქალაქში  გოლფის მოედნის გარდა გათვალისწინებულია ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.  

ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია. ყველაზე მასშტაბური პროექტია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, რეგიონის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.  

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics