15:56 - 22 Jul, 2019
2019-07-12 11:09:25, 248 ნახვა
დეკანოიძე: ყველა კითხვაზე პასუხს სასამართლო დარბაზში გავცემ

ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების საქმეზე ოპოიციური პარტიის წევრები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა და გუბაზ სანიკიძე მოწმის სტატუსით შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტ მოსამართლესთან თუმცა რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გუშინწინდელ გავრცელებულ კადრების შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები შედიოდნენ კორდონში როდესაც დაიწყეს მხუთავი გაზის სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ“, -განაცადა ხატია დეკანოიძემ.

ამავე საქმეზე შსს-მ რამდენიმე დღის წინ გამოკითხვაზე დაიბარა გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics