00:45 - 18 Jul, 2019
2019-07-12 10:15:04, 219 ნახვა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე, დაიწყებს.

მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.

დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24 ივნისს დაიწყო. ხვალ კი მართლამდიდებელი ეკლესია ქრისტეს 12-ვე მოციქულის ხსენებას დღესასწაულობს. ტრადიციულად საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, რომელიც მოციქულების სახელობისაა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics