15:57 - 22 Jul, 2019
2019-07-11 22:36:32, 452 ნახვა
გიორგი გახარია - დავით გრიგორიანს რეზინის ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი

შინაგან საქემთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აქციის დროს მძიმედ დაშავებულ დავით გრიგორიანს, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, რეზინის ტყვია არ მოხვედრია.

როგორც მინისტრმა განმარტა, გრიგორიანი თავის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

„დავით გრიგორიანს ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. საერთოდ, როდესაც ვიღაც საუბრობს დათვის და რაღაც მსგავს ტყვიებზე, ეს არის სიცრუეა. გრიგორიანი ამ მდგომარეობაში არის ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებით. მან როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი. ის კომაში აღარ არის. მე დეტალურ ყველაფერი ვიცი გრიგორიანზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს იმისათვის, რომ აქციის მონაწილეების ჯანმრთელობაზე მყისიერად და მაღალპროფესიონალურად იზრუნეს.

„საბედნიეროდ, ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რა დონეზეც და როგორც არ უნდა დომებოდა, რომ ეს აქცია, სამწუხარო ღონისძიება დასრულებულიყო კიდევ უფრო მძიმე შედეგებით, საბედნიეროდ, ჩვენი სამედიცინო სისტემის თანამშრომლებს უნდა გადავუხადოთ მადლობა, რომ დღეს სამედიცინო სისტემაში გვყავს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც არის სტაბილური, პოზიტიური პროგნოზით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics