15:58 - 22 Jul, 2019
2019-07-11 22:15:11, 295 ნახვა
ბათუმში სპორტის ახალი სახეობის Teqball-ის განვითარება იწყება

უნგრული მხარე აჭარას სპორტის სახეობა ტექბოლის (Teqball) განვითარებაში დაეხმარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა   სათამაშო მაგიდა ბათუმს საჩუქრად გადასცა.

ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტექბოლის კომპანიის ხელმძღვანელი გრეგ მურანი და უნგრელი სპორტსმენები ესწრებოდნენ. ბათუმის დინამოს და უნგრელი ფეხბურთელების მონაწილეობით ტექბოლის მეგობრული თამაშიც გაიმართა.

დღეისათვის ტექბოლი მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი  სპორტის სახეობაა.

თამაში 2014 წელს პროფესიონალმა სპორტსმენმა გაბორ ბორსანმა და კომპიუტერული სფეროს მეცნიერმა ვიქტორ ჰუსზარმა შექმნეს.

შარშან ჩემპიონატს საფრანგეთმა უნასპინძლა.  

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics