07:58 - 15 Oct, 2019
2019-07-11 22:05:28, 828 ნახვა
გახარია - შეიძლება ეს იყო ჩემი შეცდომა, შეიძლება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე განკარგულება უფრო ადრე იყო გასაცემი

იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მინისტრმა იმ პროცედურასა და ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ვითარების დაძაბვის შემდეგ განხორციელდა.

„როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტული და იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტული მიზნებით, რა საპროგნოზო მონაცემებიც არსებობს, ამ გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩემს მიერ იყო ხელმოწერილი, დაახლოებით 12-დან 01:00 საათამდე. მასში დეტალური არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა, ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით რა სპეციალური საშუალებებით და რა მოქმედებებით.

როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდგომ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით. ათი საათის შემდგომ გაიცა სიტყვიერი ბრძანება - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორსაათნახევარი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე. მაგრამ აგიხსნით რატომ, იმიტომ რომ ჩვენ “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ კომიტეტის სხდომზე შალვა თადუმაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics