16:31 - 22 Jul, 2019
2019-07-11 21:58:31, 677 ნახვა
გახარია: ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიწოდებენ სისხლისმსმელს თუ თვალებისმთხრელს

"როდესაც ხდება შტურმი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, მე არ მაქვს უფლება პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენის მიზნით კომპრომისების ძებნა დავიწყო" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ როდესაც ამ თანამდებობას თანხმდებოდა, გააზრებული ჰქონდა რისკები, რომ მის რეპუტაციას საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა.

„თქვენ ხართ ჟურნალისტი და გაქვთ ვალდებულება იყოთ ემოციური, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ადამიანს, რომელიც თანხმდება ასეთ თანამდებობას , უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიოდ გააზრებული, რომ შეიძლება მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც რისკს შეუქმნის მის კარიერას კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას მიწოდებენ და როგორ შეაფასებენ, - სისხლისმსმელი, თვალების მთხრელი და ა.შ. მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ არ მაძლევენ საშუალებას ავხსნა, რომ მე არ მაქვს უფლება, თქვენგან განსხვავებით, რომ კომპრომისი დავუშვა. მე არ მაქვს უფლება არჩევანი გავიაზრო კიდეც - როდესაც ხდება შტურმი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომ ერთი წამით მაინც დავუშვა სისუსტე პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენის მიზნით , რომ არ დამიძახონ ის, რასაც მეძახიან, იქნებ რაღაც კომპრომისების ძებნა დავიწყო - არ დავიწყებ. ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ ყველა იმ პოლიციელის პასუხისმგებლობა რომელმაც ღირსეულად ჩაატარა ის ღამე. თუმცა, რა თქმა უნდა , იყო გადაცდომები და ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics