09:05 - 15 Oct, 2019
2019-07-11 21:38:24, 1243 ნახვა
გახარია: ბოკერია-ხოშტარია და ვასაძე-ფალავანდიშვილი ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან

„ერთ მხარეს ბოკერია-ხოშტარია და მეორე მხარეს ვასაძე-ფალავანდიშვილი თავიანთი რადიკალიზმით, ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან“, - ასე შეაფასა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 8 ივლისის მოვლენები, როდესაც ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ ორგანიზებული აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა.

გახარია აღნიშნავს, რომ „ვითომ ინტელექტუალური“ ოპოზიცია დაძაბულობის ახალი კერების შექმნას ხელოვნურად ცდილობდა.

„1 და 2 აქცია ჩატარებულა ქვეყანაში, სადაც პოლიციას ზრუნვის მეტი არაფერი გამოუჩენია? 8 ივლის, როდესაც ქალაქში ჩატარდა 4 აქცია, მათ შორის ორი რადიკალურად ერთმანეთისგან დაპირისპირებული. როდესაც ერთ მხარეს გვყავდნენ ბოკერია, ხოშტარია და მეორე მხარეს - ვასაძე და ფალავანდიშვილი, არაფრით არიან განსხვავებული ერთმანეთისგან  ჯგუფები, რადიკალური ჯგუფები, თავისი რადიკალიზმით ერთმანეთისგან აბსოლუტურად არაფრით განსხვავდებიან, ჩემთვის. როდესაც პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია თხოვს, რომ იქ არის აგრესიულად განწყობილი ჯგუფია და იქნებ აქ გამოთქვათ, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და როდესაც ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია, ამოფარებული ამ ახალგაზრდებს და მათ პროტესტს ამბობს, რომ ჩვენ ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთ, რომ შუბლი შუბლზე და შევქმნათ ქვეყანაში დაპირისპირების და ემოციების კიდევ ერთი კერა, რა დავარქვათ ამას?! ჩემთვის და არცერთი პოლიციელისთვის მათ შორის სხვაობა არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ კომიტეტის სხდომზე შალვა თადუმაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics