03:46 - 20 Nov, 2019
2019-07-11 21:19:19, 732 ნახვა
გახარია - გავრილოვის ნებისმიერი სახის ქმედება, აძლევს ვინმეს ლეგიტიმაციას, რომ გადატრიალება მოაწყოს?!

„პარლამენტში შეჭრას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციამ დიდი ხნით ადრე იცოდა, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოში რუსი დეპუტატები ჩამოდიოდნენ, მათ შორის სერგეი გავრილოვი.

„ოპოზიციამ, რომელმაც ამდენი აღშფოთება გამოთქვა, 2-3 თვით ადრე იცოდა ამ ღონისძიების შესახებ. კარგად იცოდნენ ვინ ჩამოდიოდა, რატომ და რა მიზნით. ოპოზიცია როდესაც ამ თემაზე საუბრობს, რაც რა თქმა უნდა იყო შეცდომა და ეს შეცდომა, მთავრობამ თუ პარლამენტმა, ვინც იყო ამაში დამნაშავე იმ დღესვე გამოასწორა, მითხარით, გავრილოვის ნებისმიერი სახის ქმედება აძლევს ვინმეს ლეგიტიმაციას რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს?!“, - განაცხადა მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!
„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics