15:59 - 22 Jul, 2019
2019-07-11 21:07:19, 305 ნახვა
გახარია: ეს ტყვიები არა „საშინელი“, არამედ კანონით განსაზღვრულია

"20-21 ივნისის აქციის დაშლისას გამოყენებული რეზინის ტყვიები იყო კანონიერი და არა ლეტალური" - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

გახარია ხაზს უსვამს, რომ აქცია არ იყო მშვიდობიანი და პოლიცია იძულებული გახდა კანონით გათვალისწინებული აღჭურვილობა გამოეყენებინა.

„სიტყვა „საშინელი“ თქვენთვის მისაღებია, ჩემთვის არ არის მისაღები, რადგან ეს ტყვია, რაზეც თქვენ ბრძანეთ, არ არის ლეტალური. ის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად. ეს არის კანონით განსაზღვრული და არა ლეტალური. თქვენ ორ ფაქტს ადებთ ერთმანეთს - თქვენ მესაუბრებით მშვიდობიანი აქციის სტანდარტით და მე გესაუბრებით იმ თავდასხმაზე, როდესაც პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ის საშუალებები, რომლებიც მათ კანონით აქვთ აღჭურვილობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics