15:55 - 22 Jul, 2019
2019-07-11 20:43:33, 451 ნახვა
გახარია - როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო, გაფრთხილებას წინა ხაზზე აზრი აღარ ჰქონდა

„მაშინ, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას წინა ხაზზე უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციელებს ფარები წაართვეს და რამდენიმე მათგანი კორდონიდან გაიყვანეს, სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, ძალა გამოეყენებინათ.

„რაც შეეხება გაფრთხილების ნაწილს, გაფრთხილება როგორც ასეთი აქციის მონაწილეთა მიმართ რამოდენიმეჯერ იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას წინა ხაზზე უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 30 პოლიციელი იყო გატაცებული ამ მასაში და სამასზე მეტი ფარი იყო გატაცებული. შეუძლებელი გახდა ამ პოლიციელებისთვის თავიანთი საქმიანობის განხორციელება, კერძოდ პრერიმეტრის დაცვა,  ისინი იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები. რატომ გაზი? იმიტომ რომ გაზი არის ყველაზე ნაკლებად მავნებელი, რატომ უკან? იმიტომ რომ წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი. უკან ვისროდით იმიტომ, რომ პირველ რიგში იმ ადამიანების გაფანტვა მომხდარიყო, რომლებიც შეტევაში არ იყვნენ ჩართული“, - აღნიშნა მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics